თბილისის ოპერის თეატრში ოპერა „ვერთერის“ წარმოდგენა გაიმართება

9, 10, 16, 17 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერის“ წარმოდგენა გაიმართება. თბილისის სცენაზე კვლავ აჟღერდება გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ მიხედვით შექმნილი ფრანგული ოპერა.

ეს დადგმა 2002 წელს ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში დიდი წარმატებით განხორციელდა. „ვერთერის“ ეს ვერსია დღესაც ერთერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პროდუქციად არის მიჩნეული. სპექტაკლი ტრადიციულ, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და ზუსტად ასახავს ნაწარმოების ეპოქას.

„ვერთერის“ დამდგმელი რეჟისორია ჯოზეფ ფრანკონი ლი, დამდგმელი დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფი ემანუელე ფავრე, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, მხატვრული განათება სტეფანო გორერი.

ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ლირიკული დრამის „ვერთერი“ პრემიერა ვენის Hofoper-ში 1892 წლის 16 თებერვალს შედგა. პრემიერის დღეს იგი გერმანულ ენაზე შეასრულეს. ამის შემდეგ ოპერა დაუბრუნდა თავის ორიგინალურ ფრანგულ ვერსიას. „ვერთერის“ პრემიერა ფრანგულ ენაზე 1892 წლის 27 დეკემბერს ჟენევაში, ხოლო 1893 წლის 16 იანვარს პარიზის Opéra-Comique-ში შედგა. მასნეს „ვერთერი“ მსოფლიოს მრავალი წამყვანი საოპერო თეატრის რეპერტუარშია.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ვერთერის“ პრემიერა 1904 წლის 16 ოქტომბერს შედგა და გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით თეატრის რეპერტუარში იყო. 1942 წელს „ვერთერი“ თბილისის ოპერის სცენაზე ალექსანდრე წუწუნავამ დადგა, მთავარ პარტიებს დავით ანდღულაძე, ვერა დავიდოვა და დავით ბადრიძე ასრულებდნენ. 2018 წლის 22 დეკემბერს, 76 წლის შემდეგ, მასნეს „ვერთერი“ კვლავ დაუბრუნდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს და დაიმკვიდრა ადგილი სარეპერტუარო სპექტაკლებს შორის.

(R)

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი