უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 48 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 48 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-59/69-ის ტიპის ორი რაკეტა და 79 დრონი გაუშვეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები და რაკეტები ოდესის, კიევის, სუმის, პოლტავის, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, 30 რუსული დრონი უკრაინის ოლქებში გაუჩინარდა, ხოლო ერთი დრონი რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!