ირაკლი კუპრაძე - მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა, ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა დავიცვათ, ჩვენი საარჩევნო უფლება - სააპელაციო სასამართლოს მაინც მოუწევს ამ საქმეების განხილვა, სამოქალაქო პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე

სააპელაციო სასამართლოს მაინც მოუწევს ამ საქმეების განხილვა, სამოქალაქო პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე - მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა, ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა დავიცვათ, ჩვენი საარჩევნო უფლება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციის სააპელაციო სასამართლოსთან გადატანა, მათი მხრიდან ერთგვარი ტაქტიკური სვლაა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპასუხო პროპაგანდისტული ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ ჰქონდეს.

„სასამართლო სისტემაში აღმოჩნდნენ ერთეული მოსამართლეები, რომლებმაც გაბედეს სიმართლის მხარეს დგომა და 30 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილეს, დაუდასტურეს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომ უბნები უნდა გაბათილდეს და მეორეს მხრივ, უნდა გადაითვალოს უბნები, სადაც გაყალბების მაჩვენებელი მაღალი იყო.

ამ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა, ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა დავიცვათ, ჩვენი საარჩევნო უფლება დავიცვათ და პროტესტი გამოვხატოთ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. შესაბამისად, აქციის დრო და ლოკაცია იქნება - სააპელაციო სასამართლო, 15:00 საათი.

სააპელაციო სასამართლოს მაინც მოუწევს ამ საქმეების განხილვა, სამოქალაქო პროტესტისა და წინააღმდეგობის ფონზე. ეს იქნება შეუცვლელი. ვადები ზღუდავს სააპელაციო სასამართლოს სარჩელების განხილვასთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს