გურამ მაჭარაშვილი - ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულება არ არსებობს - თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე პოლიტიზებული სასამართლოს გადმონაშთი და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია!

ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულება არ არსებობს - თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე პოლიტიზებული სასამართლოს გადმონაშთი და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია! - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები ბათილად ცნო.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს იღებს აღქმებით და არა მტკიცებულებებით და იგივე თქვა მოსამართლემაც, რომ არა აქვს მტკიცებულება, მაგრამ აქვს აღქმა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა“.

„ამ მოსამართლის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობთ - სასამართლო სწორედ „ნაცმოძრაობის“ დროს პოლიტიზებული იყო და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმომადგენლები შემორჩა.

ამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია: - მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ ასეთი აღქმა მაქვს.

როგორც ჩანს, აღქმებით არამხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ფიქრობენ, არამედ მათი მხარდამჭერი მოსამართლეებიც. ჩვენ ვნახეთ, რომ ის და მისი ოჯახი თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ აქტივში არის გადავარდნილი. „ნაცმოძრაობის“ სასამართლო პოლიტიზებული იყო და როგორც ჩანს, ანასხლეტები დარჩა.

მრავალათასიან ხმების გაყალბებაზე, რაზეც თავად საუბრობენ, ერთი ცოცხალი მოწმე როგორ ვერ მოიძიეს?! რაც შეეხება ფარულობის დარღვევას, ფარულობა შეიძლება დაირღვეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დღეს. ამიტომ არის კომისიაში ოპოზიციის ათიათასობით წარმომადგენელი და ათასობით დამკვირვებელი - ხმის ფარულობის დარღვევაზე 3 111 უბნიდან სულ რაღაც 7 საჩივარი შევიდა, რასაც ასევე არ ჰქონდა არგუმენტაცია.

არ შეიძლება ფარულობის დარღვევაზე მეორე და მეათე დღეს ისაუბრო, მაშინ როდესაც მოსამართლეს ამის არანაირი მტკიცებულება არ აქვს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.

როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია