ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს რაიონული  სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.

„თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წალკის და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 30 საარჩევნო უბნის შედეგი ბათილად იქნა ცნობილი იმ მოტივით, რომ შესაძლოა, ამომრჩევლის ფარულობის პრინციპი დარღვეულიყო. გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დღესვე გაასაჩივრებს შესაბამის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას ის, რომ არც განხილვის შედეგად, არც საჩივრების ეტაპზე, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ მოხდა კონკრეტული ამომრჩევლის მიერ მის მიერ მიცემული ხმის გამჟღავნება. ფარულობის პრინციპი სრულად უზრუნველყოფილი იყო. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი“, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი