თამარ კორძაია - ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზუსტად, იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე

ქვეყანაში მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს თავისუფალი. ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზუსტად, იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ყველა ვიდეოში ჩანს, რომ ჩარჩო-კონვერტი ვერ უზრუნველყოფდა ფარულობას.

„ბედნიერება არაა ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს თავისუფალი?! საქმე იმაშია, რომ ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ყველა წევრი ცესკოში, ზუსტად იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს შანსი მიბაძონ ამ ადამიანს, იმიტომ, რომ ყველა უბანი საქართველოში ჩვენს მიერ გასაჩივრებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არავის და მათ შორის, არც იმ აუდიტორიულ კომპანიას, რომლის დასკვნასაც ცესკო იშველიებს თავისი თავის გასამართლებლად, დინამიკაში არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, კერძოდ, რამდენად დაცული იყო ხმის ფარულობა, თუმცა უწერიათ მათ დასკვნაში, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოქმედებდნენ და მასთან შესაბამისობას მიუძღოდნენ. საქმე იმაშია, რომ ყველა ვიდეოშიც ჩანს, რომ ჩარჩო-კონვერტი ვერ უზრუნველყოფს ფარულობას, იმიტომ, რომ ხმა ყველას გაქვთ მიცემული და შეცურების მომენტში აუცილებლად ჩანს, ქაღალდის რაღაც ნაწილში, სადაც ჩანს ეს ლაქა, რომლითაც ფარულობა ირღვევა. მოსამართლეს არაფერი არ გამორჩენია“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი