საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია ELT Building გახდა

ELT Building, რომელიც „იელთი ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა და 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატული მეტრი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ და „ესპანური კვარტლის“ სახით თბილისის ისტორიულ ნაწილში.

„კომპანიის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 130 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოში პირველად, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების, მრავალმხრივი კრიტერიუმების დაკმაყოფილების და უკვე არსებული გამოცდილების, რეპუტაციის გათვალისწინებით „იელთი ჯგუფი“ გახდა Barceló Hotel Group-ის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით.

კომპანიას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა: Wyndham Hotels & Resorts, River Rock Hotels & Resorts და IPM OE“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას მომხმარებლებისთვის.

„იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ, მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა ჩვენი მისიის, რომ მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირება, ფასდაუდებელია საქართველოს ბაზარზე უმაღლესი დონის უძრავი ქონების საინვესტიციო პროდუქტების შექმნისთვის. ამიტომ, დიდ ძალისხმევას ვახმართ ამ მიმართულებით განვითარებას“, - აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, დაარსებიდან დღემდე, საკმაოდ მოკლე პერიოდში „იელთი ჯგუფმა“ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა.

„მივესალმებით ELT Building-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე, საკმაოდ მოკლე პერიოდში „იელთი ჯგუფმა“ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. ის, რაც „იელთი ჯგუფს“ უნიკალურს ხდის, ფოკუსირებაა მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან