კახა კალაძე - ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების შემდეგაც გრძელდება, მათ არანაირი ფაქტი არ წარმოუდგენიათ ვითომდა არჩევნების გაყალბებაზე

ოპოზიციამ მაქსიმალურად დააჯერა თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ, რეალურად კი, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგის შესახებ ისაუბრა, სადაც მან წარადგინა მაგალითები დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, ის დარწმუნებული იყო მმართველი გუნდის გამარჯვებაში, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხედავდა მათ განწყობას.

„რადიკალური დაჯგუფებების მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო სიცრუეზე. თავიანთი სიცრუით ისინი მაქსიმალურად აჯერებდნენ თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ. რეალურად, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ამის თქმის საშუალებას მაძლევდა, ის დამოკიდებულება, რასაც რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ვხედავდით. არ დაგვიტოვებია არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი - ყველგან ჩავდიოდით, ვხვდებოდით ამომრჩეველს და ვესაუბრებოდით იმაზე, თუ რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა გამოწვევები და საფრთხეები დგას ქვეყნის წინაშე და როგორ ვხედავთ ქვყნის მომავალს. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ განვითარებას, გაძლიერებას და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

„რაც შეეხება დეზინფორმაციას, არჩევნების შემდეგაც გრძელდება სიცრუე. არანაირი ფაქტი არ არის წარმოდგენილი. ამბობენ არჩევნები გაყალბდა, ვიღაცამ მოიპარა და ვიღაცამ ხმა ჩააგდოო და ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ვისმენთ მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხს - არანაირის სიმართლე. სიმართლე ერთია - „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა დამაჯერებლად. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მილიონ 120 ათას ადამიანს მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დაცვას, ეროვნული ინტერესების გატარებას ეხება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია