ივანე ჩხაიძე - მიმდინარე წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების 2-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს 2022 წელს იყო

ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება აღინიშნება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების 2-ჯერ ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს 2022 წელს იყო.

„ახლა ძირითადად რინოვირუსია ქვეყანაში გავრცელებული. პარაგრიპის ვირუსიც არის გავრცელებული, ძველი კორონავირუსი და ასე შემდეგ. გრიპის ვირუსის ერთეული შემთხვევაა, ჯერ ეს სტატისტიკაში არ მოხვედრილა. ახლა დაფიქსირდა ეს შემთხვევა. რა თქმა უნდა, შემთხვევების მატება აღინიშნება, მაგრამ მომატების დონე არ არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს იყო გასულ წელს.

ზოგადად, გრიპის პირველი შემთხვევის გამოჩენიდან ყოველ კვირეულად ხდება მატება, პიკი კი დეკემბერ-იანვარშია, შემდეგ ყოფილა პერიოდი, როდესაც იანვრის შემდეგ, თებერვალ-მარტში შემცირებულა გრიპის შემთხვევები, მარტსა და აპრილში კი დაფიქსირებულა პიკი. გასული წელი უჩვეულო იყო, შემთხვევების მატება დაიწყო ნოემბერში და დასრულდა ივლისში, ივლისში იყო გრიპის ბოლო შემთხვევა დადასტურებული“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს