ვაჟა სირაძე - სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს

სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლოს ბლოკირება და მისი ფუნქციონირების შეფერხება, შესაბამისად, თუ მსგავსი რამ მოხდება პოლიცია აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისაკენ მოუწოდებს.

„სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლოს შენობაა, პროცესები მიმდინარეობს და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია და დაძაბულობა, პოლიციელები ადგილზე იქნებიან, რათა უზრუნველყონ, რომ მშვიდად წარიმართოს სასამართლო პროცესი.

კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლო და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება და მისი ფუნქციონირების შეფერხება. შესაბამისად, თუ მოხდა მსგავსი რამ პოლიცია მათ მოუწოდებს კანონის დაცვისაკენ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს