ანა დოლიძე - პანიკაში არიან, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გააერთიანეს - ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა, მოხდეს იგივე, რაც თეთრიწყაროში მოხდა

პანიკაში არიან, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გააერთიანეს - თბილისშიც და ქუთაისშიც - ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს იგივე, რაც თეთრიწყაროში მოხდა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

მისივე თქმით, პანიკაში მყოფმა „კლანმა“ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.

„დღეს, „კლანმა“ - სააპელაციო სასამართლომ, შიშით და პანიკით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. მოსამართლეებისთვის საქმეების ჩამორთმევა არ შეიძლება. მოსამართლეებს აქვთ გარანტიები, ამას ჰქვია მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი. ესენი არიან პანიკაში, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გაერთიანეს - თბილისშიც და ქუთაისშიც. ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს ის, რაც თეთრიწყაროში მოხდა. მისცენ კონკრეტულ კონტროლირებად პალატას, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება. წინააღმდეგობა აუცილებელია!

სიტყვა უკვე ნათქვამია, ერთმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება თქვა. გადაწყვეტილება, რომელიც ბიულეტენის ხარისხს ეხება. არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი!“, - განაცხადა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს