საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები Erasmus+ ოფისის თანამშრომლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus K2 პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც სპიკერებმა მარიამ სულაშვილმა და გიორგი მჭედლიძემ საუნივერსიტეტო საზოგადოებას უნივერსიტეტის კვლევითი ტრანსფერისა და უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის მეშვეობით შესაძლებლობების გაზრდის შესახებ განახლებული ცნობები მიაწოდეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის გიორგი მიქიაშვილის თქმით, Erasmus+ ოფისის თანამშრომლებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და მკვლევრების შეხვედრის მიზანია, ქართული და ევროპული საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის, თანამშრომლობითი გარემოს ხელშეწყობა, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, კონსორციუმის შედგენასა და პარტნიორების მოძიებაში.

„პროექტის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტების კვლევითი გარემოს განახლება სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად უკვე მოქმედებს ერთობლივი კვლევითი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მიზნობრივ უნივერსიტეტებში, მათ შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კვლევითი აქტივობების დაგეგმვას, დანერგვასა და შეფასებას. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა, ჩვენი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის არის ახალი კონტაქტების მოძიების, ახალი კვლევების ჩატარებისა და მონაცემთა ანალიზისთვის აუცილებელი და საჭირო. Erasmus K2-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. დღევანდელ შეხვედრას 13-ვე ფაკულტეტის მეცნიერ-თანამსრომლები ესწრებოდნენ. მათ, ასევე, აქვთ შესაძლებლობა, ინფორმაციის დასაზუსტებლად მომართონ ჩვენს ოფისს. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი ნოებმრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდს ნაყოფიერად გამოიყენებს და ჩვენი მეცნიერები არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში ჩაერთვებიან. წარმატებებს ვუსურვებ მათ”, - აცხადებს გიორგი მიქიაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს Erasmus+ ოფისის წარმომადგენლებმა დასმულ კითხვებს გასცეს პასუხები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია