ნიკა მელია - სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ხშირად მოგვიწევს ამ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში - ყველას უნდა ენახა, რაზე დგას ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან სწრაფად გასკდება კვახივით

სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ ხშირად მოგვიწევს ამ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში - ყველას უნდა ენახა, რაზე დგას ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან სწრაფად გასკდება კვახივით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსთან“ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე ბევრისთვის მოულოდნელად ეს ხელისუფლება ჩამოიშლება.

„ჯობია ახლა, მომდევნო დღეები და კვირები ყველანი ვიყოთ ქუჩებში, იმისთვის, რომ მომდევნო თაობებმა უდრტვინველად იცხოვრონ მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში. აი, ამ მიზანს ემსახურება დღეს კონკრეტულად ჩვენი თავყრილობა, რომელიც სპონტანურია და შეიცვალა. ამ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ ხშირად მოგვიწევს ამ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, მაგრამ დღეს აუცილებლად აქ უნდა ვყოფილიყავით. ყველას უნდა ენახა, რაზე დგას ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან სწრაფად გასკდება კვახივით. მჯერა, რომ მსგავსი რეჟიმები სანთელივით არ დნება. მჯერა, რომ ძლიერი და მუდმივი წინააღმდეგობის პირობებში ხელისუფლება ბევრისთვის მოულოდნელად სწრაფად ვარდება, როგორც რაიმე მძიმე ნივთი. როგორც მძიმე კარადა, ისე დაენარცხება ეს ხელისუფლება ძირის. არავის არ ჰქონდეს იმისი მოლოდინი, რომ ხელისუფლება სანთელივით დადნება. ძალიან მალე ბევრისთვის მოულოდნელად ეს ხელისუფლება უბრალოდ ჩამოიშლება, მხოლოდ ხალხის აქტიურობით. აქტიურობას კი ვხედავთ რომ მზარდია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს