მამუკა ხაზარაძე - მინდა მივმართო პოლიციას, არ ფიქრობთ, რომ დამპალი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს და კორუფციას?! - ქართულ მუნდირს ემსახურებით და არა რუსულს!

არ ფიქრობთ, რომ დამპალი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს, კორუფციას?! - ქართულ მუნდირს ემსახურებით და არა რუსულს! - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ნიჰილიზმის დრო არ არის და ბრძოლა იწყება ახლა.

„მინდა, მივმართო პოლიციას: მეგობრებო, ჩვენ არ ვართ აქ მოსული იმისთვის, რომ სადმე შემოვიჭრათ, ჩვენ არ ვართ აქ მოსული იმისთვის, რომ ვიღაცას ზიანი მივაყენოთ. ჩვენ აქ მოვიდეთ იმისთვის, რომ არამარტო ამ ხალხის, თქვენი უფლებებიც დავიცვათ. მოვედით, რათა დავიცვათ თქვენი ხმა, თქვენი მშობლების, ბებია-ბაბუების, შვილების, რომელთაც ივანიშვილმა თავისი კორუმპირებული მმართველების და მათ შორის თქვენი ხელმძღვანელების მეშვეობით უნდათ რომ მომავალი წაართვან. ამაზე დაფიქრდით სახლში რომ მიხვალთ. მესმის, რომ წესდებას ასრულებთ და მოვალეობას, მაგრამ პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, მამები, შვილები, ამ ქვეყნის შვილები ხართ, ამ ქვეყნის მომავალზე უნდა ზრუნავდეთ. მომავლის დაცვა არ არის ფიზიკურად უსამართლობის დაცვა. მომავლის დაცვა არის ის, რომ სახლში როდესაც მიხვალ უნდა დაფიქრდე და თქვა, როგორ შეიძლება ის, რომ ჩვენი უფროსი, ბატონი სირაძე, რომელიც გვმართავს, ყველა ეს საქმე მამამის მოსამართლეს დაეწერა. როგორ შეიძლება ასეთი დამთხვევა მოხდეს?! არ ფიქრობთ, რომ დამპალი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს, კორუფციას, ემსახურება იმას, რომ ქვეყანა ბიძინამ რუსული თუ აგენტის კანონით, ნაღმით, საცეცებით ჩადოს ქვეყანაში, რათა ვითომ მშვიდობით შეგვიყვანონ რუსეთში. ქართულ მუნდირს ემსახურებით და არა რუსულს. თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობას ემსახურებით და არა იმას, რომ აქ ჭიშკარი დაიცვათ. არ უნდა ემსახუროთ კორუმპირებულებს და გამყალბებლებს. ერთი რამ იცოდეთ, ეს დღეს არ დამთავრდება, ხვალაც მოვალთ! ზეგაც! ასეთი გულანთებული ქართველების მხრებსა და გულზე გადის საქართველოს დამოუკიდებლობა, ვისაც გამოსვლა არ ეზარება. ვინც დღეს ჩვენ აქ გვიყურებს, იცოდეთ მეგობრებო, რომ ყური არავინ ჩამოყაროთ! არანაირი ნიჰილიზმი, ბრძოლა იწყება ახლა! ახლა იწყება ისეთი ბრძოლა, რომ ან გავალთ მშვიდობის და გამარჯვების გზაზე, ან ჩავრჩებით ამ ჭაობში“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის