ნიკა მელია - იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, ვიდრე რეჟიმს დემოკრატიულად, სიმრავლით არ მოვგუდავთ

ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ, - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს, რომლებმაც სპორტის სასახლესთან გადაინაცვლეს.

მელიამ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

“მეგობრებო, მადლობა ამ სიმართლისთვის, ამ გამძლეობისთვის, ამ ჟინისთვის და ყოველ დღე, რითაც დავიწყეთ ეს პროცესი, ამით ვაგრძელებთ.

ყოველდღიურად იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, გვაწვიმს თუ არა, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ - ეს არის ამოცანა და მიზანი”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს