ჯეიდი ვენსი - ზუსტად არასდროს იცი, მაგრამ კარგი მოლოდინი მაქვს - იმედია, კამპანია კარგად დასრულდება პრეზიდენტ ტრამპისთვის და ჩემთვისაც

"რესპუბლიკური პარტიის" ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიდი ვენსმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ვენსმა მშობლიური ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

ხმის მიცემის შემდეგ ვენსმა რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ ის მათი მადლობელია, ვინც “ამერიკულ დემოკრატიაში ერთ-ერთი დიდი ტრადიციის” სანახავად გამოვიდა.

“კარგი მოლოდინი მაქვს, ზუსტად არასდროს არ იცი, მაგრამ კარგი მოლოდინი მაქვს ამ კამპანიისგან…

კარგი მოლოდინი მქონდა ჩემი კამპანიისგან რამდენიმე წლის წინ, როდესაც იგივე ადგილას მივეცი ხმა. იმედია, ეს კარგად დასრულდება პრეზიდენტ ტრამპისთვის და ჩემთვისაც, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა რამდენიმე წლის წინ ოჰაიოს შტატში”, - განაცხადა ვენსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს