დონალდ ტრამპი - ძალიან თავდაჯერებულად ვარ, როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს - არჩევნები დაძაბულიც კი არ იქნება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის “დარწმუნებულია” , რომ მოიგებს და საპრეზიდენტო არჩევნები “დაძაბულიც კი არ იქნება”. ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ ბიჩში მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად გამოჩნდა.

“ძალიან თავდაჯერებულად ვარ. როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს… ის [არჩევნები] დაძაბულიც კი არ იქნება, მაგრამ სერტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდება”, - განაცხადა ტრამპმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, სამი წინასაარჩევნო კამპანიიდან (2016-ში, 2020-ში, 2024-ში) ეს “საუკეთესო” იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს