დონალდ ტრამპი - ბევრს საუბრობენ ფილადელფიაში მასობრივი თაღლითობის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი “რესპუბლიკური პარტიიდან“, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვრცელდება ხმები ფილადელფიაში არჩევნებში „მასობრივი თაღლითობის“ შესახებ და სამართალდამცავი ორგანოები უკვე ადგილზე მიემართებიან, - BBС-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.

“ბევრს საუბრობენ ფილადელფიაში მასობრივი თაღლითობის შესახებ, სამართალდამცავი ორგანოები მოდიან“, - აცხადებს ტრამპი.

ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა BBC-ს განუცხადა, რომ მათ არ იციან, რას გულისხმობს ტრამპი.

ბრალდება უარყო ფილადელფიის საქალაქო კომისარმა, სეთ ბლუშტეინმაც.

„ამ ბრალდებაში აბსოლუტურად არ არსებობს სიმართლე. ეს დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია. ფილადელფიაში ხმის მიცემა უსაფრთხო და დაცული იყო“, - აღნიშნა სეთ ბლუშტეინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს