ლონდა თოლორაია, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება.

გამოკითხვაზე შესვლამდე თოლორაიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე სადამკვირვებლო მისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილის, გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.

როგორც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაია აცხადებდა, „ქართული ოცნების“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ აღნიშნულმა პირებმა შეასრულეს.

კერძოდ, მისივე თქმით, ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს, ბიულეტენის ხარისხი ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა. ასევე, თოლორაიას განმარტებით, არჩევნების დღისთვის განკუთვნილი ბიულეტენი დაბეჭდილი იყო თხელ ქაღალდზე, რაც ყველა ელექტრონულ უბანზე მყოფი პირებისთვის ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირებას ხდიდა შესაძლებელს. მისივე თქმით, ცესკოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ/ქმედებამ არჩევნების დღეს საშუალება მისცა მმართველ პარტიას მასშტაბურად ეკონტროლებინა ამომრჩევლის ნება, როგორც საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ, ასევე, კენჭისყრის კაბინებთან და ხმის მთვლელ აპარატებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამოყენებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს