თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის მიზნით ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

პარალელურად სასამართლოში სხდომა არის ჩანიშნული, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციები რიგ უბნებში ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სასამართლოს შენობაში შესვლას ითხოვდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს ეზოში სამართალდამცველები არიან განლაგებული, ეზოში შესასვლელი მთავარი კარი კი ჩაკეტილია.

ანა დოლიძემ პოლიციელებს, რომლებმაც ის სააპელაციო სასამართლოში არ შეუშვეს, ვინაობის დასახელება მოსთხოვა და განუმარტა, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით ვალდებულნი არიან, რომ სახელი და გვარი დაასახელონ.

„რუსეთში ხომ არ ხართ? და რომ გელაპარაკებით პასუხი გამეცით. ჩვენ თავი ამოვყავით რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს კონსტიტუციით სასამართლო სხდომა არის საჯარო და ნახეთ, რა ხდება? ეს პროცესები ადრე ნანახი მაქვს, რაც წარსულს უნდა ჩაბარებულიყო. გირგვლიანის დროს აქ დავდიოდი და ასეთი სიტუაცია იყო”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიდრე სააპელაციო სასამართლოში შესვლას დააპირებდა, მან კომენტარი მედიასთან გააკეთა.

„არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება. ჩვენ შევაგროვეთ მტკიცებულებები, ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაიწყოს ევროკავშირის გამოძიება სამართლებრივი მიმართულებით, ოდესმე ხომ უნდა ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები?! პროტესტიც გაგრძელდება. პროტესტი დღეს არის სასამართლოსთან იმიტომ, რომ ბრძოლის კერა არის სასამართლო. პირდაპირ დარღვეულია კონსტიტუცია, მოსამართლეები გააჩუმეს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია