თენგიზ ფხალაძე - ან რა გვწყინს ან რა გვიხარია?! ჩვენთვის არაფერი იცვლება - თუ ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას გავაგრძელებთ, ტრამპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს „დემოკრატების“ პირობებში მოხდებოდა!

საგარეო ურთიერთობების ექსპერტის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით საქართველოსთვის არაფერი იცვლება, რადგან საქართველომ „ობიექტის როლი მოირგო და სუბიექტობას აღარ ესწრაფვის“.

როგორც ფხალაძე საკუთარ ფეისბუქზე“ აშშ-ში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით წერს, თუ საქართველო ანტიამერიკულ ქვეყნებთან „ფლირტაობას გააგრძელებს“, ტრაპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს დემოკრატების პირობებში მოხდებოდა.

„ან რა გვწყინს, ან რა გვიხარია?! ჩვენთვის არაფერი იცვლება და არც შეიცვლებოდა, რადგან ობიექტის როლი მოვირგეთ და სუბიექტობას აღარც ვესწრაფვით.

ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას თუ გავაგრძელებთ, ტრამპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს „დემოკრატების“ პირობებში მოხდებოდა! არ გავაგრძელებთ და რაშიც უკვე შეტოპილი გვაქვს, იმაზე პასუხს სხვები მოგვთხოვენ!

ტრამპიც, ამერიკაც და მსოფლიოც თავს რამენაირად მიხედავენ, იმაზე ვიფიქროთ, „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!“ - როგორც ამას ოდესღაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა!“,- წერს ფხალაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს