ზურაბ ჯაფარიძე - ეს პროტესტი მნიშვნელოვანია - რაც შეეხება გეგმას, დღეს იქნება პროტესტი, შემდეგ როგორ განვითარდება, ამაზე პოლიტიკური ლიდერები შევთანხმდებით

ერთადერთი გეგმა არსებობს - ამ პროტესტის კულმინაცია. 21 ნოემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ არის 10-დღიანი ვადა, როდესაც ეცდებიან შეკრიბონ პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცენ. ეს არ უნდა დავუშვათ! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს და ფეხზე უნდა დადგეს.

„სააპელაციო სასამართლოსთან იმიტომ არის პროტესტი, რომ აქ განიხილება სარჩელები, რომელიც შესულია არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. ეს ეხება ხმების ფარულობის დარღვევას. ჩვენ ვნახეთ, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს, რომ მთელ ქვეყანაში ფარულობა დარღვეული იყო, ეს მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. გუშინ კი განხილვა გადადეს, პლუს გააერთიანეს სარჩელები როგორც თბილისში, ისე ქუთაისში. დააწერეს ისეთ მოსამართლეებს, რომელიც მართულები არიან რომ იგივე პრეცედენტი არ განმეორდეს სადმე, შემთხვევით მოსამართლემ არ გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს პროტესტი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გეგმას, დღეს იქნება აქ პროტესტი, შემდეგ როგორ განვითარდება ამაზე პოლიტიკური ლიდერები შევთანხმდებით. ჩემი აზრით, ერთადერთი გეგმა არსებობს - ამ პროტესტის კულმინაცია. 21 ნოემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს. ამის შემდეგ არის 10-დღიანი ვადა, როდესაც ისინი ეცდებიან შეკრიბონ პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცენ. ჩემი აზრით, არ უნდა დავუშვათ, მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს და ფეხზე უნდა დადგეს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს