გურამ მაჭარაშვილი - ტრამპის არჩევით დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის

არჩევნებზე დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ამერიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის გამარჯვების შედეგად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ტრამპი არის მშვიდობის მომხრე, აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესი დაჩქარდება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ კაცი კაცად დარჩეს და ქალი ქალად. პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა ეს არა ერთხელ თქვა და ვხედავთ, რომ ამერიკის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამას ემხრობა. გაიხსენეთ, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ამერიკის საზოგადოება მხარს უჭერს პარტნიორულ ურთიერთობას, მშვიდობას, ტრადიციებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მხარს არ უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვაიგივებდით ბაიდენის ადმინისტრაციას ამერიკის საზოგადოებასთან. ამ არჩევნებზე ზუსტად დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეც ვამბობდით, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს გადავხედავდით, მათ შორის, ამერიკასთან, ევროკავშირთან. ახლა როგორც ჩანს, კიდევ უფრო პერსპექტიულია ეს მიმართულება, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპს ამ შემთხვევაში აქვს ის კონსერვატიული მიმართულება, რაც ასევე არის ჩვენი მიმართულება და, რა თქმა უნდა, გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება. დაჩქარდება ასევე მსოფლიოში იმ ცხელი წერილების დამთავრების პროცესი, რომელიც აუცილებლად დასაწყებია. ჩვენ ასევე ვიცით მისი [ტრამპის] დამოკიდებულება ომებთან დაკავშირებით, რომ ის არის მშვიდობის მომხრე და არა ომის. ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ დაჩქარდება პროცესები როგორც უკრაინაში მშვიდობის დამყარების და აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩვენი პერსპექტივის,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, Fox News-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. მათივე ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში