თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 600-მდე ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 600- მდე ოჯახი სრულად დაკმაყოფილდება.

მისი თქმით, გეგმავენ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ინტერესთა გამოხატვებიც გამოაცხადონ, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღონ.

„დღეის მდგომარეობით 3 000 ოჯახამდე არის დაკმაყოფილებული. დარჩენილია 600 ოჯახი, რომელიც შემდეგი წლის განმავლობაში დაკმაყოფილდება. ჩვენ უკვე შერჩეული გვაქვს სავარაუდო მიწის ნაკვეთები, სადაც უნდა გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვა. პირველადი მონაცემებით, ეს გამარჯვებული კომპანიების მიერ გადმოსაცემი ფართები გადააჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც 600 ოჯახს აქვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ქალაქ თბილისში სრულად დაკმაყოფილდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 600- მდე ოჯახი”, - განაცხადა თავართქილაძემ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს