მამუკა მდინარაძე - ლაშა ნაცვლიშვილი იმ სიტყვებით ბიძინა ივანიშვილთან არ საუბრობდა - გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ნაცვლიშვილს და ირაკლი კობახიძესაც არ უმგზავრიათ ერთად ავტომობილით - ჩანაწერები ავთენტიკური ვერ იქნება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, რომელიც მედიის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის საუბარს ასახავს, ავთენტიკური არაა და „ასეთი საუბარი არ შემდგარა“.

მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ორი არგუმენტი დაასახელა, რომელიც, მისი აზრით, აღნიშნული ჩანაწერის არარეალურობას ადასტურებს.

„ასეთი საუბარი არ შემდგარა. ავთენტიკური ვერ იქნება. ორი არგუმენტია მანდ, რომელიც აბსოლუტურად კლავს მაგ ჩანაწერის რეალურობის პერსპექტივას. პირველი: ლაშა ნაცვლიშვილი მანდ რაღაც სიტყვას ამბობს. აბა, წადით, ლაშა ნაცვლიშვილს კითხეთ ის უხამსი სიტყვა, რამდენჯერ გამოუყენებია ბიძინა ივანიშვილთან საუბარში. მაგ ჩანაწერს რომ ვისმენ, ჩემი პირველივე რეაქცია არის ის, რომ გამორიცხულია ასეთი საუბარი არსებობდეს, რადგან ლაშა ნაცვლიშვილი იმ სიტყვებით ბიძინა ივანიშვილთან არ საუბრობდა. მეორე: გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ლაშა ნაცვლიშვილს და ირაკლი კობახიძეს ავტომანქანით ერთად ცხოვრებაში არ უმგზავრიათ. ვერც არჩილ თალაკვაძემ გაიხსენა მსგავსი ფაქტი. ვერც საუბარი, ვერც ავტომანქანით გადაადგილება და მითუმეტეს ლაშა ნაცვლიშვილის იმ ტერმინოლოგიით საუბარი ბიძინა ივანიშვილთან. იმხელა პატივისცემა და რიდი ჰქონდა და, როგორც ვიცი, დღესაც აქვს იმ კაცის (ბევრჯერ გვინახავს მათი საუბრები), უბრალოდ გამორიცხულია. წარმოუდგენელია, უკაცრავად გამოთქმისთვის და ღადაობაა - გუშინ ასე ვთქვით, გავარჩიეთ ეს ამბავი. წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით ლაშა ნაცვლიშვილს ამ ტერმინოლოგიით ესაუბრა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც, მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერს ესაუბრება. მედიის მტკიცებით, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ამ სამიდან ერთ-ერთს ურეკავს, ისინი კი ამ დროს ერთი ავტომობილით მგზავრობენ და საერთო საუბარში მონაწილეობენ. მათივე ცნობით, მოვლენები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარდება და საუბრის მთავარი თემა ხმების დათვლასა და პარალელური დათვლის შედეგებს შეეხება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო