ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ - ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ. ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ამას რეალობად ვაქცევთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა სექტემბერში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და რუსული აგრესიის დასრულების გზები დეტალურად განიხილეს.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. აშშ-ში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ დონალდ ტრამპს პირადად მიულოცოს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს