ნიკა მელია - სააპელაციო სასამართლო რაც არ უნდა ეცადოს, გადაწეროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საზოგადოება ქვეყნის გარეთ და შიგნით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არჩევნები ხშირ შემთხვევაში არ ჩატარებულა

სააპელაციო სასამართლო, მურუსიძის სახით, რაც არ უნდა ეცადოს, გადაწეროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საზოგადოება ქვეყნის გარეთ და შიგნით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არჩევნები ხშირ შემთხვევაში არ ჩატარებულა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ახლა, სასამართლოს შიგნით გარკვეული განწყობის შექმნას ცდილობს.

„პროტესტის ყველა კერა, საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, დღის განმავლობაში. არ შეიძლება, ნებისმიერი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის ნახევარი სამმართველო ხელისუფლებას აქ ჰყავდეს. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, მაგრამ მას აქვს დამატებითი პრობლემა. სასამართლო სისტემაში შიგნით ცდილობს შექმნას განწყობა, რომ იქნებ, მომავალში სხვა დამატებითი მოსამართლეები არ აღმოჩნდნენ, ვინც სიმართლეს დაადგენს საქმის განხილვის პროცესში, თუმცა პრეცედენტი უნიკალურია. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხელისუფლებას აქვს უკვე კიდევ მეტი ზიანი მიყენებული. სააპელაციო სასამართლო, მურუსიძის სახით, რაც არ უნდა ეცადოს გადაწეროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საზოგადოება ქვეყნის გარეთ და შიგნით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არჩევნები ხშირ შემთხვევაში არ ჩატარებულა. არ ჩატარდა არჩევნები. სადაც ფარულობა დაცული არ არის, ის არჩევნები არ არის”. განაცხადა მელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში სხდომა ტარდება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მესამე სექტორის სარჩელი განიხილება. არასამთავრობოები ითხოვენ გარკვეულ უბნებში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები რიგ უბნებში ბათილად იქნეს ცნობილი. სხდომის პარალელურად აქციას ატარებენ ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის