თინა ხიდაშელი - ამათ რა უხარიათ? ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო პირველი, რომელმაც ქართველ პრემიერს თითი უქნია: - ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო!

ღმერთო ჩემო, ამათ რა უხარიათ? - ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც საჯაროდ, გვერდით მდგომ ქართელ პრემიერს თითი უქნია: - ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო! - ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

თინა ხიდაშელი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების კონტექსტში რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

“ფაქტები:

  1. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ აქტები ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენების ინიცირებულია.
  2. სენატში ორპარტიულია.
  3. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, სახელმწიფო მდივანი იყო პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც საჯაროდ, პრესკონფერენციაზე მის გვერდით მდგომ ქართველ პრემიერს თითი უქნია - ჩინეთს და რუსეთს ნუ გადააყლაპინებთ საქართველოსო. ანაკლიას ნუ აჩუქებთ ჩინელებს და რუსებსო მოგვიწოდა!
  4. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა, თან ამერიკის ჯინაზე და ხარჯზე როგორც ესენი იქცევიან, ტრამპის ადმინისტრაციისთვის სრულიად გაუვალი წითელი ხაზია.
  5. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მივიღეთ მრავალი წლის ნანატრი ჯაველინები და ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება.
  6. კონგრესმენი ჯო ვილსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა და მასზე ერთგული მიმდევარი პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ცოტა ყავს.

ხოდა რა ვიცი, კიდევ ვკითხულობ, რა უხარიათ?“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტობის “რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა “დემოკრატი“ კამალა ჰარისი დაამარცხა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს