ოთარ ზურაბიშვილი - ჩვენი აზრის გამოთქმის სიძლიერე იმაშია, რომ გამოვიდეთ იქ, სადაც აქციებია და ჩვენი სათქმელი ვთქვათ - თითოეულ ქართველს თავისი ხმა მოპარეს

ჩვენ ჩვენი აზრი უნდა გამოვთქვათ და დღეს, ჩვენი გამოთქმის სიძლიერე იმაშია, რომ გამოვიდეთ იქ, სადაც აქციებია და ჩვენი სათქმელი ვთქვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, თითოეულ ქართველს თავისი ხმა მოპარეს.

„[საზოგადოების] განწყობა ყოველთვის იცვლება. ხან ოპტიმიზმია, ხან კიდევ პესიმიზმი, მაგრამ რაც მთავარია არის ხანგრძლივობა. ეს დღეს არ დაწყებულა, ეს არის საუკუნეების განმავლობაში [მიმდინარე] ბრძოლა და [ჩვენ] ბრძოლას ვაგრძელებთ. თითოეულ ქართველს თავისი ხმა მოჰპარეს. რას ნიშნავს მოქალაქეობა? - მოქალაქეობა არის თავისუფლება, შენი ხმის და აზრის გამოთქმა. ჩვენ ჩვენი აზრი უნდა გამოვთქვათ და დღეს, ჩვენი გამოთქმის სიძლიერე იმაშია, რომ გამოვიდეთ იქ, სადაც აქციებია და ჩვენი სათქმელი ვთქვათ. მე სხვა მიმართულებას ვერ ვხედავ.

ქართველი ხალხი ძალიან სწრაფად არჩევნების შემდეგ მიხვდა, რომ ეს მთლიანად, სისტემურად გაყალბებული იყო. ეს ყველა ევროპული ქვეყნებისთვის ნათელია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. იმედია, ჩვენც იმავე გზაზე წავალთ, როგორც მოლდოვა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს