ქალაქ ბოლნისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ბოლნისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან და ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, დიმიტრი მოდებაძესთან, ერთად ქალაქ ბოლნისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის დასრულებული პროექტი მოინახულა.

„პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა 320 გრძივი მეტრი გზა, ასევე, შეიცვალა საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები და ღობეები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 564 000 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს