ნიკა მელია - გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ! ჩვენ ვართ გამარჯვებულები - უახლოეს პერიოდში ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე, ყველა მოედანი, ყველა გამზირი

თქვენი მეშვეობით, გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ! ჩვენ ვართ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ეს ბრძოლა მოსაგებია საკუთარ გონებაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების მორალური ვალდებულებაა, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში შვილები არ გაზარდონ, რადგან ეს არის დეგრადაციის გზა.

„ღმერთმა დაიფაროს ის ადამიანი, ვინც შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლებასა და პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცეს, ეს არ მოხდება! იმიტომ, რომ ვერც საკუთარ ოჯახის წევრს, შვილს და მშობლებს თვალს ვერ გაუსწორებს ვერცერთი დეპუტატი. ახლა რა უნდა ვქნათ? ყოველდღიური რუტინული შრომა. მესმის, პრაქტიკულად ნახევარმა საქართველომ გაათენა, მინიმუმ ცნობისმოყვარეობის გამო, თვალს ადევნებდა აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევებს. მიუხედავად ამისა, თქვენ აქ მოხვედით. ეს ყოველდღე უნდა ვაკეთოთ და გამარჯვება იქნება გარდაუვალი! ივანიშვილს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი დარჩა, იქნებ შეგვცივდეს, დავიღალოთ, არა! უახლოეს პერიოდში ნახევარი თბილისი უნდა იყოს ხალხით სავსე, ყველა მოედანი, ყველა გამზირი, რუსთაველის გამზირის ჩათვლით. ჩვენ ერთმანეთს მივეცით პირობა. ამის უკან დგას არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანი, არამედ ადამიანური, მორალური ვალდებულება, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საკუთარი შვილები არ გავზარდოთ. იმიტომ, რომ ეს არის დეგრადაციის გზა, რომელზეც უნდა იარონ ჩვენმა შვილებმა, მათმა შვილებმაც კი. ამიტომ გამარჯვება გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დავიბრუნოთ, თქვენი მეშვეობით. ჩვენ არ ვართ დამარცხებულები, ჩვენ ვართ გამარჯვებულები. ყოველდღე ერთმანეთს ეს უნდა ვუთხრათ. პირველ რიგში, ეს ბრძოლა მოსაგებია საკუთარ გონებაში. თავდაჯერებულობა არ დაკარგოს არავინ!“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან