GITA-სა და Modern College of Business and Science-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ომანის სასულთნოს ბიზნესისა და მეცნიერების თანამედროვე კოლეჯის (MCBS) Innovation X-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საერთო ინიციატივების განხორციელებას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სტარტაპების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციური პროექტების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

„მემორანდუმის ფარგლებში, GITA-ს თავმჯდომარის მოადგილე შეუერთდება Innovation X-ის მრჩეველთა საბჭოს და ჩაერთვება სტრატეგიის შემუშავების, პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ნაწილში. გაუზიარებს GITA-ს გამოცდილებას და დაეხმარება მდგრადი პროგრამების შექმნაში.

ასევე, სააგენტო აქტიურად ითანამშრომლებს MCBS-სთან საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფენ სხვადასხვა ორმხრივად მისაღები ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს