გიორგი რურუა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.

სასამართლოში მისი გამოკითხვა უკვე დაიწყო. ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს კითხვებს, რომელიც მასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს აქვთ.

„არ ვიცი, რას უკავშირდება ეს დაბარება. [განჩინება] იყო რუტინული. გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა საქმეზე ვართ. გავიგებ და რომ გამოვალ გეტყვით“,- განაცხადა გიორგი რურუამ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისივე ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს