პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ ცრუ სიხარული აქვს, რადგან ირანისა და ვენესუელას ხელისუფლების მეგობარი პოლიტიკური ძალა ვერასდროს იქნება ტრამპისტი

რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია, მათ უბრალოდ, თავხედურად გამოიცხადეს თავი გამარჯვებულად , - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მისი თქმით გამარჯვება იქნება ახლოს, მთავარია, “დავიჯეროთ, რომ მათ არჩევნები არ მოუგიათ”.

"ქართულ ოცნებას" ცრუ სიხარული აქვს, რადგან ირანისა და ვენესუელას ხელისუფლების მეგობარი პოლიტიკური ძალა ვერასდროს იქნება ტრამპისტი.

რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს. "ქართულ ოცნებას" არჩევნები არ მოუგია, მათ უბრალოდ თავხედურად გამოიცხადეს თავი გამარჯვებულად.

ვინც აქციებზე ხალხის რაოდენობაზე წუხს, ამ ადამიანებს ვურჩევ, გამოვიდნენ და უფრო მეტნი ვიქნებით. აქ არ წყდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი, აქ წყდება საქართველოს მომავალი.

გამარჯვება იქნება ახლოს, მთავარია, დავიჯეროთ, რომ მათ არჩევნები არ მოუგიათ” , - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს