თინა ბოკუჩავა - როგორც დემოკრატიის ერთადერთი შუქურა ქვეყანაში, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტთან ინტენსიური კონსულტაციები, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმოს, მათ შორის, მომავალი რამდენიმე კვირა

საქართველოს პრეზიდენტთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კონსულტაციები გრძელდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, პრეზიდენტი არის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი ქვეყანაში.

„პარტიები ვართ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებში პრეზიდენტთან, რომელიც არის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, მაშინ, როცა ყველა სხვა ინსტიტუტი მიტაცებულია. ამის მაგალითი ვნახე, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში ახლა, საიდანაც მოვდივარ, სადაც დიმიტრი გვრიტიშვილს არ ეყო პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების შინაგანი განცდაც კი, რომ აცილების შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასამართლო, ყველა სხვა სახელმწიფო უწყება არის მიტაცებული, პრეზიდენტი არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი და შესაბამისად, როგორც დემოკრატიის ერთადერთი შუქურა ამ ქვეყანაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასთან ინტენსიური კონსულტაციები იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმოს, მათ შორის, მომავალი რამდენიმე კვირა, როცა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა