სებ-ი - ფინტექის ხელშემწყობი გარემოს შექმნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ინოვაცია ჩვენი საზედამხედველო სტრატეგიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ვაქციეთ

ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფინტექისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნისკენ და ინოვაცია თავისი საზედამხედველო სტრატეგიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად აქცია, - ნათქვამია სებ-ის ფინტექ სექტორის განვითარების სტრატეგიაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სტრატეგიაში საუბარია ინსტიტუციურ მზაობაზე, საკანონმდებლო და უსაფრთხოების პოლიტიკისა თუ ბაზრის შესაძლებლობებზე, რომლებიც ფინტექ ბიზნესების განვითარებაზე მოქმედებენ. მნიშვნელოვან მიღწევად აღნიშნულია, რეგულატორული ჩარჩოს განვითარება, რომელიც საგადახდო და საბანკო ბაზრებზე ახალი ფინანსური აქტივობების გამოჩენასა და ახალი მოთამაშეების უსაფრთხო შესვლას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ საგადახდო მომსახურების შესახებ ევროკავშირის განახლებული დირექტივის შესაბამისად, საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების კანონში ცვლილებები შევიდა და დაინერგა ციფრული ბანკინგის პრინციპები.

„ეროვნულმა ბანკმა გააფართოვა თავისი ინსტიტუციური ექსპერტიზა ფინტექ საკითხებზე, შექმნა რეგულირების ლაბორატორია (Regulatory Sandbox) და ხელმძღვანელობს ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან რეფორმებს", - ვკითხულობთ სტრატეგიაში.

ასევე, საქართველოს ფინტექ სექტორის განვითარების სტრატეგიაში შეფასებულია სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ქვეყანაში ფინტექ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ახდენს გავლენას.

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით კი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე მიმდინარეობს მუშაობა. ნიშანდობლივია, რომ ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ერთიანი ევრო გადახდების სივრცის (SEPA) წევრობაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს