სახალხო დამცველი „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ხანდაზმულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, მწუხარებას გამოთქვამს ხანდაზმულთა სახლ „მუხრანის სავანეში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ბენეფიციარების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხანდაზმულთა დაწესებულებებში განთავსებულთა მოწყვლადობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოების პირობების მაღალი სტანდარტის დაცვა.

„სახალხო დამცველი წლებია მონიტორინგს ახორციელებს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში და ამოწმებს მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და მიგნებებს ასახავს ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებსა თუ მონიტორინგის შემდგომ ანგარიშებში. დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, ბენეფიციარები მომსახურებას უნდა იღებდნენ უსაფრთხო გარემოში, დაცული უნდა იყოს ხანდაზმული ბენეფიციარების საცხოვრებელი და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმართონ დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ზომები მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად” , - ნათქვამია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს