დიმიტრი საძაგლიშვილი - არანაირი კითხვა არ დასმულა გიორგი რურუას განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით - ეს იყო უბრალოდ საცირკო წარმოდგენა

ეს იყო უბრალოდ საცირკო წარმოდგენა, - ასე შეაფასა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა.

საძაგლიშვილის განმარტებით, რურუასთან კითხვები აბსტრაქტული იყო.

"ბატონი გიორგი იმიტომ გამოიკითხა, რომ "რუსთავი2"-მა, "იმედმა", "პოსტივიმ" სულელური სიუჟეტები მოამზადონ, თითქოს, შეთქმულებებზე, დამმხობ პირებზე, არანაირი შინაარსი არ ჰქონია კითხვებს, რომელიც გიორგის მიმართ დაისვა, არანაირი კითხვა არ დასმულა გიორგის განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით, ეს იყო უბრალოდ საცირკო წარმოდგენა, იმიტომ რომ საზოგადოებაზე სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიასაშუალებებით ზეგავლენა მოახდინონ, თითქოს, ვიღაც, რაღაცას გეგმავს. ვიმეორებ, არც ერთი კითხვა, თუნდაც, ირიბ კავშირში გიორგი რურუას ქმედებებთან ამ გამოკითხვაზე არ გაჟღერებულა, აბსტრაქტული კითხვები იყო, ზუსტად ამიტომ ვამბობ, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი. რაც შეეხება იმას, რატომ არ მივედით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ბუნებრივია, არ ვენდობით სუს-ს, საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვა ნებაყოფლობითია, ამიტომ არ მივედით იქ, სასამართლოში დაგვიბარეს, იქ გამოვცხადდით და გავეცით "კითხვებს" პასუხი", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

"მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე დღეს არის დაბარებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, რურუა სუს-ში გამოკითხვაზე მოწმის სახით, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული, რაც შეთქმულებასა და ტერორიზმს გულისხმობს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის