სები - ეროვნული ბანკი ფინანსურ სექტორში საკუთარი AI რეგულაციის შემუშავებას გეგმავს, რომელიც ევროკავშირის AI აქტის  შესაბამისი  იქნება

ფინანსური სისტემების სტაბილურობის გაძლიერებისა და რისკების უკეთ მართვისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში AI რეგულაციის შემუშავება იგეგმება, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიაშია ნათქვამი.

სტრატეგიის თანახმად, ცენტრალური ბანკი მარეგულირებელი და საზედამხედველო პოლიტიკის მიზნების მიღწევის პროცესის გასაუმჯობესებლად უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს.

„ეროვნული ბანკი ფინანსურ სექტორში საკუთარი AI რეგულაციის შემუშავებას გეგმავს, რომელიც ევროკავშირის AI აქტის შესაბამისი იქნება, რათა აღნიშნული ტექნოლოგიები თავის მარეგულირებელ ჩარჩოში უსაფრთხოდ და ეფექტურად დაინერგოს", - ნათქვამია სტრატეგიის დოკუმენტში.

ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა.

დოკუმენტის პირველადი ვერსია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

ქვეყნის შიგნით ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერების შემსუბუქებასა და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას ისეთი პროექტებით, როგორებიცაა ღია ბანკინგი/ფინანსები, რეგულირების ლაბორატორია (Regulatory Sandbox), „ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC), როგორც ეკოსისტემა", მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა და სხვა.

საერთაშორისო დონეზე კი ფინტექ-სტრატეგიის მიზანს „შუა დერეფნის" ქვეყნებისთვის საქართველოს რეგიონულ ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება წარმოადგენს. ამისათვის ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან და მაქსიმალურად ცდილობს მათ ხელშეწყობას. ამასთან, მუშავდება რეგულირების საერთაშორისო ლაბორატორიის კონცეფცია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის რეგულაციურ ჰარმონიზაციას, თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უცხოური ფინტექ-კომპანიებისა და ტალანტის მოზიდვას საქართველოში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს