ლანა გალდავა - არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ქუჩაში ვდგავართ საპროტესტო აქციებზე, ვიბრძვით სააპელაციო სასამართლოში, რა თქმა უნდა, წავალთ სტრასბურგშიც

არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ქუჩაში ვდგავართ საპროტესტო აქციებზე, ორი დღეა ვიბრძვით სააპელაციო სასამართლოში. რა თქმა უნდა, წავალთ სტრასბურგის სასამართლოშიც, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით.

ლანა გალდავას თქმით, „ძლიერი საქართველოს“ იურისტების გუნდი ერთი კვირაა მუშაობს მტკიცებულებების მოპოვებაზე.

„გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება. ჩვენ, როგორც კანონმორჩილი ხალხი, რა თქმა უნდა, ვიბრძოდით საუბნო კომისიებში, ვიბრძოდით საოლქო კომისიებში. ვიბრძვით რაიონულ სასამართლოებში, პირადად მე წარმოვადგენ მხარეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. ორი დღეა ვიბრძვით სააპელაციო სასამართლოში. რა თქმა უნდა, წავალთ სტრასბურგის სასამართლოშიც. ამავდროულად ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ქუჩაში ვდგავართ საპროტესტო აქციებზე. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულების ჯგუფები. იურისტების ჯგუფები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაგროვებთ მტკიცებულებებს, ვიდეო-აუდიო ფაილებს“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, როგორც ლანა გალდავამ განაცხადა, რაც დღეს ხდებოდა ამას მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს.

„მოვდივარ პირდაპირ სააპელაციო სასამართლოდან, ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არანაირ კავშირში არ არის მართლმსაჯულებასთან. პირდაპირ გეტყვით, დღეს რაც იკადრეს, ეს არის უპრეცედენტო ჩემს, როგორც იურისტის, პრაქტიკაში. ორი დღის განმავლობაში ჩაკეტილია არა მხოლოდ შენობა, არამედ ეზოც. ჩვენ გვიწევს დგომა ჭიშკართან და არ გვეხმაურება მანდატურის სამსახური. დგანან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან არაკომპეტენტურები იმ საკითხებში, რასაც ჩვენ ვსვამთ მათ წინაშე. მე უნდა ვყოფილიყავი დარბაზში, მაგრამ 5 საათის განმავლობაში დარბაზში არ შემიშვეს, მოსამართლის თანაშემწეები პასუხს არ გვცემენ და ვიმყოფებოდი ჭიშკარს მიღმა“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს