ალეკო ელისაშვილი განცხადებებს, თითქოს მან წინასწარ იცოდა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება „ფაქტების მორიგ ფალსიფიკაციად“ აფასებს

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, თითქოს მან წინასწარ იცოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება და მას „ფაქტების მორიგ ფალსიფიკაციად“ აფასებს.

პრესსამსახური განმარტავს, 4 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველს.

„სიცხადისთვის შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა 4 ნოემბერს, პარლამენტის წინ სცენაზე წაიკითხა სააგენტო „ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, რომლის თანახმადაც თეთრიწყაროს სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

საია-ზე დაყრდნობით, ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტომ 18:25- ზე განათავსა და ამ დროს თეთრიწყაროს სასამართლოს უკვე ჰქონდა საია-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილებული და ეს ამბავი არაერთ სხვა სააგენტოს ჰქონდა გადაზიარებული.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ალექსანდრე ელისაშვილმა გააკეთა განცხადება 20:30 საათზე და თქვა, რომ თეთრიწყაროს სასამართლოში შეიქმნა განსაკუთრებული პრეცედენტი იმის ფონზე, რომ სხვა რაიონულ თუ საქალაქო სასამართლოებში არათუ საიას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა, სასამართლოები სარჩელსაც კი არ იღებდნენ წარმოებაში. ამავე თემაზე „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მოგვიანებით რამდენიმე ტელე-ეთერშიც ისაუბრა.

სახელისუფლო მედია ირწმუნება, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ელისაშვილი წინმსწრებად ასაჯაროებდა სასამართლოს ვერდიქტს, რითაც ცდილობს, როგორც ერთი პატიოსანი მოსამართლის ასევე ფაქტის დისკრედიტაციას, რაც სამწუხაროდ ფალსიფიკატორი ხელისუფლებისგან გასაკვირი არ არის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს