თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

“საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM), რომელიც ტირანაში, ალბანეთში ჩატარდა. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, სადაც მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ცალკე საკითხად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაგმობილ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია.

მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. SEDM-ის ფარგლებში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება ყოველწლიურად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს ტირანაში (ალბანეთი). იგი აერთიანებს 16 ქვეყანას: საქართველო, აშშ, იტალია, თურქეთი, ალბანეთი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, სლოვენია, სერბეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს