ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, პოლონეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2024” ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „EnoExpo“, რომელიც უკვე 21-ედ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

„გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება. ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5,2 მლნ ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს