პიტერ ფიშერი მაკრონის, შოლცისა და ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე - ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ

ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.

„ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია იქნება, რადგან ჩვენ ევროკავშირის გაფართოებაზე ფართო კონსენსუსი გვაქვს“, - წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია მითითებული. კერძოდ, შეშფოთებას იწვევს ცნობები მრავალი დარღვევისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ, რამაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრის და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა და ყურადღებით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელსაც თავის დროზე ველით“, - ნათქვამია ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს