თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხმის ფარულობის დარღვევის გამო, 1293 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საია-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საია-ს მოთხოვნა, 1293 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლება, რომელიც ხმის ფარულობას გულისხმობს, არ დაიცვა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24-საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი.

ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს