საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ასოციაციის წევრთა მორიგი ყრილობა გაიმართა, სადაც BAG-ის წევრებმა ასოციაციის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ყრილობის მსვლელობისას ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს 2019-2024 წლის BAG-ის ანგარიში წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ასოციაციის ბოლო ხუთი წლის საქმიანობა, ამოცანები და მიღწევები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც ძველ, ასევე ახალ წევრებს სამეთვალყურეო საბჭოში არჩევას. ასევე ულოცავს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს და უსურვებს წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბიზნეს სექტორის სამართლიანი და ობიექტური ინტერესების წარდგენა და დაცვა. სწორედ ამიტომ, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებთან. ბიზნეს წრეების კონსოლიდაციითა და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი ხდება იმ მიზნებისა და ამოცანების მიღწევა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“ - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ყრილობა იმართება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, სადაც ხმათა უმრავლესობით ხდება კანდიდატების არჩევა.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია