„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვით თბილისის სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ საქმის განხილვის იმიტაცია მოახდინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ წარმომადგენლის, თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვით თბილისის სააპელაციო სასამართლომ „უბრალოდ საქმის განხილვის იმიტაცია მოახდინა“.

როგორც ზაქარაშვილმა სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააპელაციო პალატის მოსამართლეებმა „საზოგადოება ღირსად არ ჩათვალეს, რომ შაბლონური გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ თავიანთი მოტივაცია ეთქვათ“.

„თეთრიწყაროს სასამართლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გააუქმეს აბსურდული, წარმოუდგენელი საფუძვლით. [მოსამართლის, დავით ხუჭუას] მეუღლის პოსტი - ეს იყო ერთადერთი მტკიცებულება საქმეში, რის გამოც გააუქმეს თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან აბსურდული საფუძვლით გააუქმეს მთავარი ექსპერიმენტი, სადაც სასამართლომ დაინახა, რომ ფარულობა იყო დარღვეული, სადაც სასამართლომ ექსპერიმენტით დაადგინა, რომ კი, არჩევნები ჩატარდა იმ დარღვევებით, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ ფარულობა არ იყო დაცული“, - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

მისი თქმით, თეთრიწყაროს სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ ექსპერიმენტებს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო.

“პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლოში ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს თვითონ ცესკო-ს იმ თანამშრომლებმა, რომლებიც სხვებისთვის ბიულეტენის ურნაში სწორად შეცურების ტრენერები არიან, ანუ ისინი არიან ამ საქმის ოსტატები. თეთრიწყაროში კი, სხვა ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის თავად მოსამართლე უყურებდა ამ პროცესს, სასამართლოს თანამშრომლებმა, მხარეებმა მიიღეს ამაში მონაწილეობა. ასევე ადგილზე, ცესკო-ს საოლქო და კომისიის წევრებმა დაადასტურეს თეთრიწყაროს ექსპერიმენტში, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც მათ ერთობლივად ნახეს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა თავისი ხელით ორჯერ შეაცურა ბიულეტენი და თვითონ ნახა, რომ ფარულობა ნამდვილად ირღვეოდა და რომ ის ჩარჩო კონვერტი ამას ვერ უზრუნველყოფდა, მაგრამ აქ იყო სხვა საკითხი - მათ უბრალოდ საქმის განხილვის იმიტაცია გააკეთეს. მათ [სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა] პროცესუალური და მატერიალური საშუალებებით, სამართლებრივი ნორმებით, რომელიც აბსურდია და ვერცერთ სხვა საქმეზე ვერ ნახავთ, ცესკო-ს საშუალება მისცეს შუამდგომლობები დაეყენებინათ და გაეუქმებინათ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევა არ დაადგინა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მესამე სექტორის სარჩელები, ხოლო, თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ხმის ფარულობის დარღვევას ადგენდა, საერთოდ გააუქმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო