გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილები წყალსადაწნეო კოშკი საქლორატორო შიდა ქსელი მრიცხველები.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 515 ოჯახი ისარგებლებს.

ამ დროსთვის, სოფელში მცხოვრები 878 ოჯახიდან 363 სარგებლობს ახალი სასმელი წყლის სისტემით, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2021 - 2023 წლებში მოეწყო.

მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობის მიზნით სამუშაოები ნაწრეთში, ქვემო შავშვებში, ტირძნისსა და ზერტში დაიგეგმა. პროექტების შედეგად მუნიციპალიტეტში 1000 -მდე ოჯახს გაუუმჯობესდება სასმელი წყლით მომარაგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება