ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაში

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობას ეხებოდა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი იმაშია, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ბუნებრივი ფუნქცია და დავაკავშიროთ აღმოსავლეთი დასავლეთს და პირიქით. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს და იმ პოტენციალზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ქმნის სხვადასხვა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა ცალსახად გაუსვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და პროგრესზე. ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომ ვითანამშრომლოთ ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან, რომელსაც შეუძლია, განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ამ პროცესში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო