რატი იონათამიშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იჯდა საქართველოს პრემიერი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, ამ ფაქტითაც კარგად ჩანს, რომ სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა წამიერ სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე აქვთ აგებული.

“სასოწარკვეთილ ოპოზიციას მთელი თავისი პროპაგანდა, რომ წამიერ სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე აქვთ აგებული, ამ ფაქტითაც კარგად ჩანს - როგორც მეორე ფოტოზე ვხედავთ, შოლცი მაკრონის გვერდით კი არა, მწკრივშიც არსად ზის და არც North Macedonia უნდა იყოს ანბანით France-ზე წინ (შენიშვნა: მაკრონი ზუსტად ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერისა და ნატოს გენერალური მდივნის შუაში ზის).

რეალობა კი ის არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, ანუ სამიტი - სახელმწიფოების, მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე და რადიკალური ოპოზიცია აქ, აქციაზე კი არა, სასეირნოდაც ვერ იკრიბება”, - წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს